ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის 521 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 521 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 358 881-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.78 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.46%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.66%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 911 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 344 748-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 160 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 521 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 283 შემთხვევა, აჭარა - 36, იმერეთი - 52, ქვემო ქართლი - 51, შიდა ქართლი - 23, გურია - 2, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 22, კახეთი - 31, მცხეთა-მთიანეთი - 8, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

589 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 344 - თბილისში, 217- აჭარაში.

5 596 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 44 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 40, ხოლო აჭარაში - 4.

სულ 6 ოქტომბრიდან - 19 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 865 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 556 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3403, პირი, აჭარაში - 1 131, იმერეთში - 1 059.
Print