ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის 72 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
იმერეთის რეგიონში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 72 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
რეგიონის კოვიდ კლინიკებში 381 პაციენტი მკურნალობს. მათგან 133 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 14 ადამიანი.

თვითიზოლაციაში 1 097.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 671 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 357 591-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 657 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 343 734-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 131 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 593 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 354 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 239 პისიარ ტესტით.

17 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.35 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.47%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.50%.

Print