კორონავირუსი
ესტონეთი საქართველოს 10 000 დოზა ვაქცინას გადასცემს
FaceBook
ესტონეთი საქართველოს 10 0000 დოზა ვაქცინას გადასცემს.
ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"ესტონეთი მხარს დაუჭერს ჩვენს აღმოსავლელ მეზობელს, მოლდოვას და აჩუქებს 10 0000 დოზა ვაქცინას, ასევე, 100 000 დოზა ვაქცინას გადასცემს ჩვენს პარტნიორ საქართველოს", - წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ტვიტერზე.

ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო.

პირველ ეტაპზე აცრებში მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ჩაერთვნენ.

25 მარტიდან ვაქცინაციის პროცესში, სამედიცინო პერსონალთან ერთად 65 წელს ზემოთ ასაკის პირებიც ჩაერთვნენ.

საქართველოში 4 მაისს ჩინური წარმოების ვაქცინა "სინოფარმით" 18 წელს ზევით ასაკის მოქალაქეების ვაქცინაცია დაიწყო. პროცესის სამართავად ქვეყნის მასშტაბით, 30 სამედიცინო პუნქტია მობილიზებული.

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის გაკეთება 45 წლის ასაკიდან შეუძლიათ. ეს გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
Print
თეგები: #ვაქცინა