ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის 723 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 723 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 343 603-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 407 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 326 423-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 757 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 723 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 403 შემთხვევა, აჭარა - 51, იმერეთი - 55, ქვემო ქართლი - 52, შიდა ქართლი - 19, გურია - 19, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 77, კახეთი - 36, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 47 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 39, ხოლო აჭარაში - 6.

სულ 6 ოქტომბრიდან - 29 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 796 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 685 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 13 546 პირი, აჭარაში - 2 295, იმერეთში - 1 536.
Print