ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის 1056 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1056 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 341 894-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.71 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.68%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.22%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 071 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 324 426-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 727 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე სულ აცრილია - 130037, დღიურად აცრილია - 4445, კარანტინის რეჟიმში - 51, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3937, კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 675.

Print