ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად,  ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 508 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 340 838-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.09 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.77%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.47%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 481 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 323 409-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 699 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 508 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 252 შემთხვევა, აჭარა - 61, იმერეთი - 35, ქვემო ქართლი - 42, შიდა ქართლი - 20, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 48, კახეთი - 22, მცხეთა-მთიანეთი - 14, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

8 071 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 11.

სულ 6 ოქტომბრიდან - 26 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 769 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 818 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 15 512 პირი, აჭარაში - 2 127, იმერეთში - 1 728.
Print