ახალი ამბები
1 ივნისიდან რესტორნები სტუმრების დახურულ სივრცეში მიღებას შაბათ-კვირასაც შეძლებენ
FaceBook
1 ივნისიდან რესტორნებს სტუმრების დახურულ სივრცეში მიღება შაბათ-კვირასაც შეეძლებათ.
შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათშორისმა საბჭომ დღეს მიიღო.

ინფორმაცია საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ოპერატიული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ გააჟღერა.

„გასულ კვირას გადავწყვიტეთ, რომ შეგვემსუბუქებინა რესტორნებთან მიმართებით მოქმედი შეზღუდვა. კერძოდ, კვების ობიექტებს აქვთ უფლება, მიიღონ სტუმრები მხოლოდ ღია სივრცეში. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კვების ობიექტებისთვის შეზღუდვა 1 ივნისიდან სრულად მოიხსნება“, - განაცხადა ღიბრაძემ.

მისი თქმით, დიდი სოციალური ღონისძიებების გამართვა კვლავ შეზღუდულია.
Print