ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის 1 064 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 064 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 335 769-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.16%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.26%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.13%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 135 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 316 389-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 569 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 064 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 543 შემთხვევა, აჭარა - 125, იმერეთი - 99, ქვემო ქართლი - 62, შიდა ქართლი - 25, გურია - 7, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 104, კახეთი - 47, მცხეთა-მთიანეთი - 17, სამცხე-ჯავახეთი - 18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 99 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 65, ხოლო აჭარაში - 33.

სულ 6 ოქტომბრიდან - 20 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 732 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25 885 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 17 822 პირი, აჭარაში - 1 584, იმერეთში - 1 610.
Print