ახალი ამბები
საქართველო ფაიზერის 1 მილიონ დოზას მიიღებს
FaceBook
საქართველო ,,ფაიზერის'' 1 მილიონ დოზას მიიღებს.
ამის შესახებ, ბიზნეს ფორმულას ,,ფაიზერმა'' დაუდასტურა.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებები დასრულებულია და ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე გადადიან.

"ფაიზერი სიამოვნებით აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობასთან დასრულებულია მოლაპარაკების განხილვის ნაწილი SARS-CoV2 –ის საწინააღმდეგო ერთ მილიონზე მეტი დოზა BNT162b2 ვაქცინის მოწოდებაზე. კომპანია გადადის საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების გაფორმების ნაწილზე",- ნათქვამია ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის მიერ "ბიზნეს ფორმულასთვის" მოწოდებულ პასუხში.

"ბიზნეს ფორმულასთან" მიმოწერაში კომპანია არ აკონკრეტებს, როდის მიიღებს საქართველო ვაქცინას და რა ღირებულების იქნება ის.

ფაიზერის გლობალურ მედიასთან ურთიერთობის უფროსი მენეჯერი ამბობს, რომ შეთანხმების ზოგიერთი დეტალი მოლაპარაკების დასრულების შემდეგაც კონფიდენციალური იქნება.

ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო.

პირველ ეტაპზე აცრებში მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ჩაერთვნენ.

25 მარტიდან ვაქცინაციის პროცესში, სამედიცინო პერსონალთან ერთად 65 წელს ზემოთ ასაკის პირებიც ჩაერთვნენ.

საქართველოში 4 მაისს ჩინური წარმოების ვაქცინა "სინოფარმით" 18 წელს ზევით ასაკის მოქალაქეების ვაქცინაცია დაიწყო. პროცესის სამართავად ქვეყნის მასშტაბით, 30 სამედიცინო პუნქტია მობილიზებული.

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის გაკეთება 45 წლის ასაკიდან შეუძლიათ. ეს გადაწყვეტილება 11 მაისს იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
Print