ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის 1 104 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 104 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 334 705-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.8%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.39%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.03%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 603 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 315 254-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 540 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 104 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 607 შემთხვევა, აჭარა - 83, იმერეთი - 103, ქვემო ქართლი - 57, შიდა ქართლი - 40, გურია - 12, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 109, კახეთი - 46, მცხეთა-მთიანეთი - 15, სამცხე-ჯავახეთი - 24, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 94 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 60, ხოლო აჭარაში - 33.

სულ 6 ოქტომბრიდან - 19 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 724 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25 284 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 17 515 პირი, აჭარაში - 1 483, იმერეთში - 1 583.
Print