ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის 1 160 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად,  ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 160 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 333 601-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.11%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.58%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.81%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 302 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 313 651-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 519 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 160 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 588 შემთხვევა, აჭარა - 86, იმერეთი - 113, ქვემო ქართლი - 80, შიდა ქართლი - 53, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 110, კახეთი -51, მცხეთა-მთიანეთი - 21, სამცხე-ჯავახეთი - 22, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 72 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 62, ხოლო აჭარაში - 9.

სულ 6 ოქტომბრიდან - 18 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 678 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 491 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 16 872 პირი, აჭარაში - 1 436, იმერეთში - 1 613.
Print