კორონავირუსი
ლიეტუვა საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაუგზავნის
FaceBook
ლიეტუვა საქართველოს 15 ათას დოზა კოვიდვაქცინას გაუგზავნის.
ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ვაქცინები განკუთვნილია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის.

"მთავრობის მხრიდან დადასტურდა 200 000 დოზა ვაქცინა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. ვიწყებთ უკრაინით - 100 ათასი ვაქცინა, საქართველოს 15 ათასი დოზა, მოლდოვას - 11 ათასი დოზა. პატარა ნაბიჯი ლიეტუვისგან. იმედია, ჩვენი პარტნიორები ევროპიდან სოლიდარობის აქტს შემოუერთდებიან", - წერს გაბრელიუს ლანსბერგი. 

ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის დაწყებიდან გასულია 51 დღე.

პირველ ეტაპზე აცრებში მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ჩაერთვნენ.

25 მარტიდან ვაქცინაციის პროცესში , სამედიცინო პერსონალთან ერთად 65 წელს ზემოთ ასაკის პირებიც ჩაერთვნენ.

საქართველოში 4 მაისს ჩინური წარმოების ვაქცინა "სინოფარმით" 18 წელს ზევით ასაკის მოქალაქეების ვაქცინაცია დაიწყო. პროცესის სამართავად ქვეყნის მასშტაბით, 30 სამედიცინო პუნქტია მობილიზებული.

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის გაკეთება 45 წლის ასაკიდან შეუძლიათ. ეს გადაწყვეტილება 11 მაისს იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
Print