ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის 168 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
იმერეთის რეგიონში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 168 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
რეგიონის კოვიდ კლინიკებში 502  პაციენტი მკურნალობს. მათგან 141 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 13 ადამიანი.

თვითიზოლაციაში 1 401.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 390 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 327 831-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 070 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 307 334-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 397 პირი ემსხვერპლა.

13 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.61 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.35%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.40%.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 468 კვლევა ტესტით, მათ შორის 27 651 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 817 პისიარ ტესტით.



Print