ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის 776 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად,  ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 776 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 326 441-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.43 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.56%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.79%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 329 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 306 264-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 379 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 776 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 359 შემთხვევა, აჭარა - 79, იმერეთი - 81, ქვემო ქართლი - 56, შიდა ქართლი - 13, გურია - 20, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 84, კახეთი - 30, მცხეთა-მთიანეთი - 41, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

10 584 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 73 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 71, ხოლო აჭარაში - 1.

სულ 6 ოქტომბრიდან - 12 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 638 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 27 821 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 20 413 პირი, აჭარაში - 1 809, იმერეთში - 1 383.
Print