ახალი ამბები
„ასტრაზენეკას“ მეორე დოზით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია იწყება
FaceBook
საქართველოში "ასტრაზენეკას" მეორე დოზით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია დღეიდან იწყება.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

თამარ გაბუნიას თქმით,  მეორე დოზა იქნება ყველასთვის, ვინც პირველი დოზა მარტის და აპრილის თვეებში ჩაიტარა.

"10 მაისი არის ის თარიღი, როდესაც გადის 8 კვირა აცრილების პირველი ჯგუფისთვის. როგორც იცით, "ასტრაზენეკას" დოზებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 8-დან 12 კვირამდე და ვინც ჩაიტარა 15 მარტის კვირაში, მათ შეუძლიათ 10 მაისიდან მეორე დოზის მისაღებად დარეგისტრირდნენ. მეორე დოზა იქნება ყველასთვის, ვინც ჩაიტარა პირველი დოზა მარტის და აპრილის თვეებში და ასევე მიდის აქტიურად მუშაობა იმაზე, რომ 55 წლის ზემოთ პირებმა ჩაიტარონ "ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია. ქვეყანაში არის საკმარისი დოზები", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აცრის პუნქტებში ჯავშნის გასაკეთებლად გადადით ბმულზე, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 1522.

საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაცია 15 მარტს დაიწყო.

10 მაისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 62 447 აცრა.

სრულად ვაქცინირებულია 10 852 ადამიანი.

Print