ახალი ამბები
"მესამე ტალღის პიკში ვართ" - ამირან გამყრელიძე
FaceBook
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანა კორონავირუსის გავრცელებით, მესამე ტალღის პიკში იმყოფება და ეს პერიოდი, სავარაუდოდ, 2-3 კვირა გასტანს.
როგორც გამყრელიძემ მედიავებინარზე ჟურნალისტებს უთხრა, სიტუაციის კიდევ უფრო დამძიმების თავიდან ასაცილებლად
აუცილებელია, პრევენციული ღონისძიებების დაცვა და ვაქცინაცია.

"26-27 აპრილიდან შევედით პიკში ანუ ეს არის მესამე ტალღის პიკი, რომელიც ალბათ 2-3 კვირა გაგრძელდება. თუ შევინარჩუნეთ მაჩვენებლები 2-3 ათასის ფარგლებში იმ პრევენციული ღონისძიებების დაცვით, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ, კარგი იქნება.

მე დიდი იმედი მაქვს, რომ იმ რიცხვებამდე არ ავალთ, რაც ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა სხვადასხვა მიზეზების გამო. ეპიდსიტუაცია გაუარესებულია, ხოლო ის, რომ გვაქვს 1 ათეულზე მეტი გარდაცვალების ფაქტი ყოველდღიურად, ნიშანია იმისა, რომ ინფექცია ცირკულირებს ქვეყანაში და სერიოზული მესამე ტალღა გვაქვს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
Print