კორონავირუსი
იმერეთში კორონავირუსის 115 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
იმერეთის რეგიონში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 115 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
რეგიონის კოვიდ კლინიკებში 428 პაციენტი მკურნალობს. მათგან 114 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 12 ადამიანი.

თვითიზოლაციაში 1 127. 

ბოლო 24 საათში  ქვეყნის მასშტაბით, ვირუსით ინფიცირების 1 547 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 319 266-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 131 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 298 807-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 245 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 541 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 212 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 329 პისიარ ტესტით.

6 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.06%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.66%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.76%.
Print