კორონავირუსი
საქართველოში Astrazeneca-ს დამატებითი დოზა შემოვიდა
FaceBook
საქართველოში Astrazeneca-ს წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 43 200 დოზა შემოვიდა.
ვაქცინების აღნიშნული დოზები საქართველომ კოვაქს პლატფორმიდან მიიღო და იმ პირთა მეორე დოზით ასაცრელად გამოიყენება, რომლებმაც პრეპარატის პირველი დოზა უკვე მიიღეს.

Astrazeneca -ს ვაქცინის მეორე ინექციაზე რეგისტრაცია გუშინ, 5 მაისს დაიწყო. მეორე დოზებით ვაქცინაცია კი 10 მაისიდან დაიწყება.

აცრის პუნქტებში ჯავშნის გასაკეთებლად გადადით ბმულზე, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 1522.

საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო აიმუნიზაცია 15 მარტს დაიწყო.
Print