კორონავირუსი
კოვიდვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაცია 71 552 პირმა გაიარა
FaceBook
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მსურველთა სპეციალურ ვებ-გვერდზე 71 552 მსურველია დარეგისტრირებული.
მოქალაქეებს ჩამოთვლილი ვაქცინებიდან მაქსიმუმ სამის არჩევა შეუძლიათ.

პორტალზე დარეგისტრირებულ მოქალაქეთა უმრავლესობას 67 070-ს "ფაიზერით" ვაქცინაცია სურს.

"მოდერნას" ვაქცინით აცრის სურვილი 30 796 ადამიანმა გამოთქვა. 14 136 მოქალაქეს "ასტრაზენეკას" გაკეთება უნდა, 8774-ს კი "ჯონსონი და ჯონსონი" აირჩია. რაც შეეხება "სინოფრმით" აცრას, მისი გაკეთების სურვილი 6270- მა ადამიანმა გამოთქვა, 5896 მოქალაქეს "ნოვოვაქსი" აცრა სურს, 1074-ს კი "სინოვაკით".

ჯანდაცვის სამინისტრომ წინასწარი რეგისტრაციის პორტალი 19 აპრილს გახსნა, რომლის მიზანი, უწყების ინფორმაციით, საწინააღმდეგო ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მიღება.

28 აპრილის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 41 801 აცრა.

სრულად ვაქცინირებულია 4397 ადამიანი.

ამ დროისთვის საქართველოში ვაქცინაცია სამი ვაქცინით: "ფაიზერი", "ასტრაზენეკა" და "სინოფარმი" მიმდინარეობს.





Print