კორონავირუსი
იმერეთის რეგიონში კორონავირუსის 202 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
FaceBook
იმერეთის რეგიონში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 202 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
რეგიონის კოვიდ კლინიკებში 417 პაციენტი მკურნალობს. მათგან 104 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 12 პირი.

თვითიზოლაციაში 784.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 171 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 315 913-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 074 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 296 532 მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 207 პირი ემსხვერპლა.

4 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.85%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.33%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.27%.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 648 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 912 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 736 პისიარ ტესტით.
Print