ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის 509 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად,  ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 509 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 312 954-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 200 პირი, ხოლო ჯამშიგამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 294 252 მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 163 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 509 ახალი შემთხვევიდან: თბილისშიგამოვლენილია 321 შემთხვევა, აჭარა - 68, იმერეთი - 15, ქვემო ქართლი - 15, შიდა ქართლი - 4, გურია - 3, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 38, კახეთი - 24, მცხეთა-მთიანეთი - 14, სამცხე-ჯავახეთი- 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 89 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 74, ხოლოაჭარაში - 14.

სულ 6 ოქტომბრიდან - 2 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინესივრცეებში გადაყვანილია - 24 593 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 612 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 24 750 პირი, აჭარაში - 2 503, იმერეთში - 1 212.
Print