ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის 83 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
იმერეთის რეგიონში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 83 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
რეგიონის კოვიდ კლინიკებში 415 პაციენტი მკურნალობს. მათგან 104 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 14 პირი.

თვითიზოლაციაში 1 212. 

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 147 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 311 457-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 690 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 291 457-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 130 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 129 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 667 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 462 პისიარ ტესტით.
Print