ახალი ამბები
საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის 100 000 დოზა შემოვიდა
FaceBook
ჩინური წარმოების ვაქცინა "სინოვაკის" 100 000 დოზა უკვე საქართველოშია.
ვაქცინას ჯერჯერობით ავტორიზაცია არ აქვს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, "სინოვაკის" გამოყენება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ავტორიზაციის შემდეგ დაიწყება, თუმცა ამ პროცესის დაყოვნების შემთხვევაში, "სინოვაკის" გამოყენების პირობებზე საბჭო კიდევ იმსჯელებს.

"სინოვაკის" შემდეგ, ქვეყანაში "ასტრაზენეკას" ვაქცინის 43 000 დოზას ელოდებიან.
Print