ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის 90 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
იმერეთის რეგიონში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 90 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
რეგიონის კოვიდ კლინიკებში 421 პაციენტი მკურნალობს. მათგან 100 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 11 პირი.

თვითიზოლაციაში 1 314.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 476 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 310 310-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 791 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 290 767-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 110 პირი ემსხვერპლა.

29 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.29%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.70%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.85%.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 895 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 090 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 805 პისიარ ტესტით.
Print