კორონავირუსი
კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის გასაკეთებლად 64 101 პირია დარეგისტრირებული
FaceBook
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გასაკეთებლად 64 101 მსურველია დარეგისტრირებული.
მოქალაქეებს არსებული ვაქცინებიდან მაქსიმუმ სამის არჩევა შეუძლიათ.

დღევანდელი მონაცემების მიხედვით, დარეგისტრირებულ მოქალაქეთა უმრავლესობას 60 868-ს "ფაიზერით" ვაქცინაცია სურს.

"მოდერნას" ვაქცინით აცრის სურვილი 28565 ადამიანმა გამოთქვა. 12501 მოქალაქეს "ასტრაზენეკას" გაკეთება უნდა, 8115 -ს კი "ჯონსონი და ჯონსონი" აირჩია. "ნოვოვაქსით" - 5502-მა ადამიანმა, "სინოფარმით" 4139 მოქალაქეს, ,,სინოვაკით'' - 792. 

ჯანდაცვის სამინისტრომ წინასწარი რეგისტრაციის პორტალი 19 აპრილს გახსნა, რომლის მიზანი, უწყების ინფორმაციით, საწინააღმდეგო ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მიღება.

ცნობისთვის, მოქალაქეებს რეგისტრაციისას მაქსიმუმ სამი ვაქცინის არჩევის უფლება აქვთ.

28 აპრილის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 41 801 აცრა.

სრულად ვაქცინირებულია 4397 ადამიანი.


Print