ახალი ამბები
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო „ფაიზერს“ ზაფხულში მიიღებს
FaceBook
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო „ფაიზერის“ ვაქცინას ზაფხულში მიიღებს.
ამის შესახებ ტიკარაძემ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კონკრეტული თარიღი მინისტრს არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ ქვეყანა ვაქცინის შემდეგ დოზას მიიღებს.

„აქ არის გარკვეული გაუთქმელობის პირობა, თუმცა, დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ „ფაიზერი“ იქნება ზაფხულში“, - განაცხადა ტიკარაძემ.

საქართვლოს „ფაიზერის“ მომწოდებელთან 1 მილიონ დოზაზე მოლაპარაკებები დაწყებული აქვს.
Print