ახალი ამბები
კოვიდვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაცია 33 013 პირმა გაიარა
FaceBook
ამ დროისთვის კორონავირუსის ვაქცინაზე წინასწარი რეგისტრაცია 33 013 ადამიანმა გაიარა.
რეგისტრაციის მიხედვით,  მოქალაქეების უმრავლესობას ძირითადად  აცრა "ფაიზერის"; "მოდერნას" და "ასტრაზენეკას" ვაქცინით სურს. 




ჯანდაცვის სამინისტრომ წინასწარი რეგისტრაციის პორტალი 19 აპრილს გახსნა, რომლის მიზანი, უწყების ინფორმაციით, საწინააღმდეგო ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მიღებაა:

"წინასწარი რეგისტრაციის მიზანია, სწრაფად და დაუყოვნებლივ მივიღოთ ინფორმაცია COVID -19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ. ასევე გეძლევათ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. COVID-19-ს წინააღმდეგ ვაქცინაციაში მონაწილეობა შეუძლია 18 წელზე უფროს მოსახლეობას," - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე.


Print