ახალი ამბები
ვაქცინაციის წინასწარი რეგისტრაციის ვებგვერდი ყველა მსურველისთვის გაიხსნა
FaceBook
კორონავირუსის ვაქცინაზე წინასწარი რეგისტრაციის პლატფორმა გაიხსნა - მოქალაქეებს სისტემაში შეუძლიათ, დააფიქსირონ თუ რომელი ვაქცინით სურთ აცრა;
ამისთვის მათ მხოლოდ 3 არჩევანის გაკეთება შეუძლიათ.

"წინასწარი რეგისტრაციის მიზანია, სწრაფად და დაუყოვნებლივ მივიღოთ ინფორმაცია COVID -19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ. ასევე გეძლევათ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. COVID-19-ს წინააღმდეგ ვაქცინაციაში მონაწილეობა შეუძლია 18 წელზე უფროს მოსახლეობას," - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე.

სარეგისტრაციო პლატფორმაზე მოქალაქეებმა საკუთარი პირადი მონაცემები უნდა შეიყვანონ. 

ამდროისთვის რეგისტარცია 4877- მა ადამიანმა გაიარა. 


Print