ახალი ამბები
საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 30 209 ადამიანი აიცრა
FaceBook
დაავადებათა ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით  30 209 ადამიანი აიცრა.
საქართველოში კოვიდვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო.

ამ დროისთვის საქართველოში ორი ვაქცინით "ასტრაზენეკა" და ფაიზერით" მიმდინარეობს იმუნიზაცია.

4 მაისიდან კი,  "სინოფარმის" აცრით დაიწყება ვაქცინაცია.

პირველ ეტაპზე იმუნიზაციის პროცესში მედეპერსონალი უნდა ჩართულიყო, თუმცა, დაბალი აქტივობის გამო, 65 + ასაკის ადამიანებისთვისაც გახდა აცრა ხელიმისაწვდომი. დღეის მდგომარეობით აცრა შეუძლიათ: ჯანდაცვის მუშაკებს, 55 წლის და უფროს ადამიანებს, დიალიზზე მყოფ და ორგანო გადანერგილ პაციენტებსაც.





Print