ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
იმერეთის რეგიონში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
რეგიონის კოვიდ კლინიკებში 356 პაციენტი მკურნალობს. მათგან 63 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 8 პირი.

თვითიზოლაციაში 942.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 359 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 288 755-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 526 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 277 829-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 883 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 685 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 795 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 890 პისიარ ტესტით.

11 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.62 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.31%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.51 %.
Print