ახალი ამბები
4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება
FaceBook
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება.

საბჭო მოუწოდებს დამსაქმებლებს, რომ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანონ.

საკოორდინაციო საბჭომ განიხილა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც, მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც უარესდება.

საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სწორად გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და თავი აარიდონ ხალხმრავალი შეკრებებისა და სოციალური ღონისძიებების ორგანიზებას, რომელთა გამართვა მთავრობის დადგენილებით აკრძალულია.

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის დადგენილებით აიკრძალა ფართის გადაცემა/დათმობა საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური ღონისძიებებისა (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.) და მასობრივი გასართობი ღონისძიებების გამართვის მიზნით. აღნიშნული შეზღუდვის დარღვევა კი გამოიწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასების საფუძველზე, ამ ეტაპზე ძალაში რჩება ღამის 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა.
Print