ახალი ამბები
8 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში აცრილია 15 693 მოქალაქე - NCDC
FaceBook
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 8 აპრილის მონაცემებით ჯამურად ქვეყანაში 15 693 ადამიანია აცრილი.

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად მოქალაქეები უნდა ეწვიონ გვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკონ ნომერზე 1522.

კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს დაიწყო.

ამჟამად  აცრა ორი ვაქცინით  „ფაიზერით“ და „ასტრაზენეკათი“ მიმდინარეობს.

ქვეყანაში შემოტანილია ასევე ჩინური „სინოფარმიც“, თუმცა ამ ვაქცინით აცრა მანამ, სანამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია "სინოფარმს" ავტორიზაციას არ მისცემს, ამ ეტაპზე დაშვებული არ არის.
Print
თეგები: #პანდემია