ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
იმერეთის რეგიონში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

რეგიონის კოვიდ კლინიკებში 313 პაციენტი მკურნალობს. მათგან 68 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 10 პირი.

კლინიკურ სასტუმროებში მოთავსებული 9 პაციენტია. თვითიზოლაციაში 975.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 761 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 286 406-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 537 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 276 084-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 849 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 201 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 281 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 920 პისიარ ტესტით.
Print