ახალი ამბები
საქართველოში 12 846 ადამიანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა
FaceBook
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 12 846 ადამიანმა გაიკეთა.


ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი  აქვეყნებს.

უწყებას კონკრეტულად გამოქვეყნებული არ აქვს ინფორმაცია, რამდენი პირი აიცრა "ფაიზერით'' და რამდენი ,,ასტრაზენეკათი''. ასევე არ არის დაკონკრეტებული რამდენია სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი და რამდენი 55 წელს გადაცილებული მოქალაქე.

მათ ორი სახის ვაქცინას: "ასტრაზენეკასა" და "ფაიზერს" შორის ჰქონდათ არჩევანის გაკეთების საშუალება, თუმცა "ფაიზერის" დოზები უკვე ამოიწურა.

55 წელს გადაცილებული მოქალაქეების ვაქცინაცია 5 აპრილს დაიწყო.

საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო პირველი ვაქცინის პირველი დოზები 13 მარტს ჩამოვიდა. ამ დროისთვის ქევყანას უკვე მიღებული აქვს 172 700 დოზა."ასტრაზენეკა"- 43 200, ხოლო "ფაზიერი"- 29 500 დოზა  და  "სინოფარმის'' 100 000 ვაქცინა.

ვაქცინაციის მსურველები სპეციალურ პორტალზე booking.moh.gov.ge უნდა დარეგისტრირდნენ. საჭიროების შემთხვევაში, ასევე, შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე (15 22). ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აცრის მსურველებს "ფაიზერსა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების უფლება აქვთ.

Print