კორონავირუსი
საქართველოში კორონავირუსის 897 შემთხვევა გამოვლინდა
FaceBook
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის მაჩვენებელი ოთხჯერ გაზარდა.

5 აპრილთან შედარებით, 6 აპრილს შემთხვევებმა 669-ით არის მომატებული. ეს ბოლო ორ თვეში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. გარდაიცვალა 10 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 196 პირი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში სულ 24 592 ტესტი ჩატარდა. დადებითობის მაჩვენებელია: დღიური - 3.65%; ბოლო 7 დღის - 2.32%; ბოლო 14 დღის - 1.94 %.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 191 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 1892, ხოლო კლინიკურ სასტუმროში  269 პირი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

Print