კორონავირუსი
საქართველოში კიდევ ერთი წარმოების ვაქცინა "სინოვაკი" შემოვა
FaceBook
აპრილის ბოლოს საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინა "სინოვაკი" შემოვა.

ვაქცინას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ჯერჯერობით არ აქვს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, "სინოვაკის" იმუნიზაცია მას
​შემდეგ დაიწყება, რაც ვაქცინის გამოყენებაზე ნებართვას ჯანმო გასცემს.

"კიდევ ერთი ვაქცინა, ჩინური წარმოების "სინოვაკი" საქართველოში დაახლოებით აპრილის ბოლოს შემოვა. ამ ვაქცინით იმუნიზაცია დაიწყება მას შემდეგ, რაც ჯანმო გასცემს ავტორიზაციას, რაც აპრილის მეორე ნახევრისთვის იგეგმება. ის უკვე ავტორიზებულია  დაახლოებით, 40 ქვეყნის მიერ" - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი ინფორმაციით, გასულ კვირაში შემოსული "სინოფარმის" 100 000 დოზა დაავადებათა კონტროლის ცენტრშია დასაწყობებული.

დღეიდან ვაქცინაციის პროცესში 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, დიალიზზე მყოფი პაციენტები და ორგანო გადანერგილი პირები ჩაერთვებიან.

საქართველოში "ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, "ფაიზერით" კი 30 მარტიდან.
Print