ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 8 909 ადამიანი აიცრა
FaceBook
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 1077 პირი აიცრა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში ამ დროისთვის ჯამში აცრილია  8 909 ადამიანი.

უწყებას კონკრეტულად გამოქვეყნებული არ აქვს ინფორმაცია, რამდენი პირი აიცრა "ფაიზერით'' და რამდენი ,,ასტრაზენეკათი''. ასევე არ არის  დაკონკრეტებული რამდენია სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი და რამდენი 65 წელს გადაცილებული მოქალაქე.

საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგი პირველი ვაქცინის პირველი დოზები 13 მარტს ჩამოვიდა. ამ დროისთვის ქევყანას უკვე მიღებული აქვს 72 700 დოზა.
"ასტრაზენეკა"-  43 200, ხოლო "ფაზიერი"-  29 500 დოზა.

დამატებით დოზებს  საქართველო  მიმდინარე კვირას მიიღებს და ის იქნება ჩინური წარმოების "სინოფარმის'' ვაქცინა.

ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე აცრებში მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, ხოლო 25 მარტიდან, 65 წელს ზემოთ ასაკის პირებიც ჩაერთვნენ.

ვაქცინაციის მსურველები სპეციალურ პორტალზე booking.moh.gov.ge უნდა დარეგისტრირდნენ. საჭიროების შემთხვევაში, ასევე, შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე (15 22). ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აცრის მსურველებს "ფაიზერსა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების უფლება აქვთ.






Print