ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
იმერეთის რეგიონში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა დადასტურდა.


რეგიონის კოვიდ კლინიკებში 287 პაციენტი მკურნალობს. მათგან 79 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 4 პირი.

თვითიზოლაციაში 928 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 529 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 282 789-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 326 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 273 930-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 798 პირი ემსხვერპლა.

1 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.15 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.80 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.73 %.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 646 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 659 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 987 პისიარ ტესტით.
Print