ახალი ამბები
საბავშვო გასართობი ცენტრებმა და კონოთეატრებმა მუშაობა განაახლეს
FaceBook
დღეიდან, საბავშვო გასართობი ცენტრები და კონოთეატრები მუშაობას განაახლებენ.

შესაბამისი გადაწყვეტილება საკორდინაციო საბჭომ 18 მარტს მიიღო.

"ქვეყანაში პანდემიის გამო მოქმედი შეზღუდვების უმეტესი ნაწილი უკვე შემსუბუქებულია. დღეს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო შეზღუდვების დამატებითი შემსუბუქების გადაწყვეტილება. პირველი აპრილიდან რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება მიეცემათ საბავშვო გასართობ ცენტრებსა და კონოთეატრებს", - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა.

დღეიდან ასევე დაშვებული იქნება თეატრალური წარმოდგენებისა და სპორტული ღონისძიებების მაყურებლის დასწრებით გამართვა.

თეატრებმა, სპორტული კლუბებმა, ასევე პროფესიულმა ანსამბლებმა რეპეტიციები და ვარჯიში 15 მარტიდან დაიწყეს.

მთავრობამ კორონავირუსის პრევენციის მიზნით ქვეყანაში შეზღუდვები გასული წლის ნოემბერში დააწესა.

5 მარტიდან კი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო.
Print