ახალი ამბები
დღეიდან ,,ფაიზერით'' ვაქცინაცია დაიწყო
FaceBook
დღეიდან საქართველოში "ფაიზერის'' ვაქცინით აცრა დაიწყო.

"ფაიზერით" ვაქცინაცია 6 კლინიკაში განხორციელდება, მათ შორისაა ქუთაისის ცხაკაიას სახელობის ,,ევექსის'' კლინიკა.

ქუთაისში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა ორ სამედიცინო დაწესებულებაში ინტერვენციული მედიცინის ცენტრსა და ინფექციურ საავადმყოფოში (მედიქალ სითი) ტარდება.

შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის "ასტრაზენეკას" პირველი პარტიის 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 13 მარტს დილით ჩამოვიდა.

ხოლო, "ფაიზერის'' ვაქცინა საქართველომ 25 მარტს გამთენიისას 29 500 დოზა მიიღო.

ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე აცრებში მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, ხოლო 25 მარტიდან სამედიცინო პერსონალთან ერთად 65 წელს ზემოთ ასაკის პირებიც ჩაერთვნენ.

"ფაიზერის" ვაქცინით აცრა იქნება თბილისში, ქუთაისსა და ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებშია შესაძლებელი.

ვაქცინაციის მსურველები სპეციალურ პორტალზე booking.moh.gov.ge უნდა დარეგისტრირდნენ. საჭიროების შემთხვევაში, ასევე, შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე (15 22). ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აცრის მსურველებს "ფაიზერსა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების უფლება ექნებათ.

იმერეთის რეგიონში ამ დროისთვის სულ 340 ადამიანმა აიცრა.




Print