ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა შემცირდა
FaceBook
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ დაიკლო.

დღეს ქვეყანაში ინფიცირების 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან, 84 შემთხვევა- თბილისი, აჭარა - 21, იმერეთი - 22, ქვემო ქართლი - 15, შიდა ქართლი - 5, გურია - 4, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 9, კახეთი - 6, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 539 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 354 პირი, აჭარაში - 873, იმერეთში - 1020.

ოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 171 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 280 472-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 382 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 272 601-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 765 პირი ემსხვერპლა.




Print