კორონავირუსი
"ფაიზერის'' ვაქცინაზე იმერეთში 1200-მდე ადამიანი დარეგისტრირდა
FaceBook
იმერეთში, კოვიდსაწინააღმდეგო "ფაიზერის''  ვაქცინაზე 1200-მდე პირს ჯავშანი აქვს გაკეთებული.

აცრის მსურველებიდან 500-მდე სამედინცინო პერსონალია, ხოლო დანარჩენი 65 წელს გადაცილებული პირები.

"ასტრაზენეკას'' ვაქცინით ასაცრელად კი, 60 ადამიანი დარეგისტრირდა.

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის გოჩა გიორგაძის განმარტებით, რეგიონში ამ დროისთვის "ასტრაზენეკას'' ვაქცინით სულ 298 მედპერსონალი აიცრა.

ქუთაისში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა ორ სამედიცინო დაწესებულებაში ინტერვენციული მედიცინის ცენტრსა და ინფექციურ საავადმყოფოში (მედიქალ სითი) ტარდება.
შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის "ასტრაზენეკას" პირველი პარტიის 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 13 მარტს დილით ჩამოვიდა.

ხოლო, "ფაიზერის'' ვაქცინა საქართველომ 25 მარტს გამთენიისას 29 500 ცალი მიიღო.

ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე აცრებში მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ჩაერთნენ, ვაქცინაციის პროცესში 25 მარტიდან სამედიცინო პერსონალთან ერთად 65 წელს ზემოთ ასაკის პირებიც ჩაერთვნენ.

"ფაიზერის" ვაქცინით აცრა  იქნება თბილისში, ქუთაისსა და ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებშია შესაძლებელი.

ვაქცინაციის მსურველები სპეციალურ პორტალზე booking.moh.gov.ge უნდა დარეგისტრირდნენ. საჭიროების შემთხვევაში, ასევე, შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე (15 22). ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აცრის მსურველებს "ფაიზერსა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების უფლება ექნებათ.



Print