ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის 37 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
იმერეთის რეგიონში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 37 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
რეგიონის კოვიდ კლინიკებში 295 პაციენტი მკურნალობს. მათგან 71 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 7 პირი.

თვითთიზოლაციაში 947 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 365 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 280 301-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 415 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 272 219-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 751 პირი ემსხვერპლა.
Print