ახალი ამბები
კომენდანტის საათის გაუქმება არ იგეგმება - ჯანდაცვის მინისტრი
FaceBook
კომენდანტის საათის გაუქმება არ იგეგემა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ოზურგეთში განაცხადა.


მინისტრი ამბობს, რომ კომენდანტის საათის მოხსნის საფუძველი და ფუფუნება საქართველოს არ აქვს.

"პანდემია ისევ არის საქართველოში, როგორც მსოფლიოში. სხვა ქვეყნებში მიმდინარეობს შეზღუდვების მნიშვნელოვანი გამკაცრებები, როცა საქართველოში გვაქვს მნიშვნელოვანი შემსუბუქება. მე ვთქვი, რომ გურიის რეგიონში საყურადღებოა ეპიდვითარება და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად გავივლით და მათ მივცემთ რეკომენდაცაციებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია, რომ შემდგომში გურიაში არ მოხდეს გამკაცრება”, - აცხადებს ეკა ტიკარაძე.

კოვიდინფექციის  გავრცელების პრევენციის მიზნით ე.წ. კომენდანტის საათი 2020 წლის 28 ნოემბრიდან ამოქმედდა.
Print