ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის 419 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 419 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 279 446-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 307 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 271 585-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 738 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 419 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 203 შემთხვევა, აჭარა - 26, იმერეთი - 64, ქვემო ქართლი - 27, შიდა ქართლი - 22, გურია - 16, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 18, კახეთი - 9, მცხეთა-მთიანეთი - 13, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 271 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 148, ხოლო აჭარაში - 15.

სულ 6 ოქტომბრიდან - 25 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 838 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 128 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 387 პირი, აჭარაში - 784, იმერეთში - 953.



Print