ახალი ამბები
„ფაიზერის“ 29 250 დოზა უკვე საქართველოშია
FaceBook
საქართველოში ამერიკულ-გერმანული Pfizer/BioNtech - ის ვაქცინის 29 250 დოზა გვიან ღამით ჩამოვიდა.

ვაქცინაციის პროცესში დღეიდან, სამედიცინო პერსონალთან ერთად 65 წელს ზემოთ ასაკის პირებიც ჩაერთვებიან. "ფაიზერის" ვაქცინით აცრა შესაძლებელი იქნება თბილისში, ქუთაისსა და  ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებში. აცრა სულ შვიდ კლინიკაში ჩატარდება.

ვაქცინაციის მსურველები სპეციალურ პორტალზე
booking.moh.gov.ge უნდა დარეგისტრირდნენ. საჭიროების შემთხვევაში, ასევე, შეუძლიათ დარეკონ  ცხელ ხაზზე (15 22). ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აცრის მსურველებს "ფაიზერსა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების უფლება  ექნებათ.

ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე აცრებში მხოლოდ  ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ჩაერთნენ, თუმცა, ვაქცინის გაკეთების შედეგად, ანაფილაქსიური შოკით მედდის გარდაცვალების შემდეგ, სამედიცინო პერსონალის ნაწილმა "ასტრაზენეკას" გაკეთებაზე უარი თქვა. ბოლო მონაცემებით, 10 დღეში ამ ვაქცინით 4048 მედიკოსია აცრილი.
Print