ახალი ამბები
დღეიდან 65 წელზე მეტი ასაკის პირების ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია იწყება
FaceBook

25 მარტიდან დღეიდან 65 წელზე მეტი ასაკის პირების ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია იწყება.


ასაკობრივ ჯგუფებთან ერთად ჩვეულებრივ აიცრებიან ექიმებიც.

„ყველამ ვიცით, რომ სწორედ ეს ჯგუფები არიან ის მოწყვლადი ჯგუფები, რომლისთვისაც ინფექცია ყველაზე საშიშია და პროცესი დავაჩქარეთ“, - განაცხადა რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

დღეს  საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინის  29 250 დოზა ჩამოვიდა. 

ქვეყანაში "ასტრაზენეკას" აცრით კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაცია 15 მარტს დაიწყო და პირველ ეტაპზე მედეპერსონალები იცრებიან. თუმცა იმის გამო, აქტივობა დაბალია ვაქცინაციის პორტალზე რეგისტრაცია 65 წლის ზემოთ პირებსაც შეეძლებათ.

საქართველოში 65 წელს ზემოთ ასაკის 555 983 ადამიანი ცხოვრობს. ვაქცინაციის გეგმის თანახმად კი, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება ამ ასაკობრივი კატეგორიის 60%-ისთვისაა (333 590 მოქალაქისთვის) რეკომენდებული.
Print