ახალი ამბები
"როგორც წესი, ამის განკურნება შესაძლებელია" - ჯანმო 27 წლის ექთნის გარდაცვალებაზე
FaceBook
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი სუმია სვამინათი, ახალციხის საავადმყოფოში 27 წლის მედდის კორონვირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთების შემდეგ გარდაცვალებას ეხმაურება.

მისი თქმით, ანაფილაქსიურ შოკში მყოფი პაციენტის განკურნება, როგორც წესი შესაძლებელია, თუ ეს ხდება სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი აპარატურითა და მედიკამენტებით.

"იმისთვის, რომ ასეთი შემთხვევების მინიმალურ დონეზე შემცირება მოხდეს, რეკომენდებულია, პირველ რიგში, დავრწმუნდეთ, რომ ყველა ვაქცინა კეთდება ისეთ გარემოში, სადაც მედიკოსები არიან, სადაც ხელმისაწვდომია მედიკამენტები, რომლებიც გჭირდებათ იმისთვის, რომ ვუმკურნალოთ ადამიანებს, რომლებსაც განუვითარდებათ მძიმე ალერგიული რეაქცია ან ანაფილაქსიური შოკი. როგორც წესი, ამის განკურნება შესაძლებელია, თუ ეს ხდება სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც აღჭურვილია. მეორე საკითხი არის ის, რომ მას, ვინც ვაქცინას მიიღებს, დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში უნდა დავაკვირდეთ. განსაკუთრებით მათ, ვისაც აქვთ წინა ანაფილაქსიის ისტორია. ამ შემთხვევაში მათ სამედიცინო პერსონალისგან ძალიან ყურადღებით სჭირდებათ დაკვირვება. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია შეტყობინების გაგზავნა, რომ ეს არის ძალიან იშვიათი შემთხვევები და ჩვენ ვცდილობთ მინიმუმამდე დავიყვანოთ ასეთი ფაქტები," - განაცხადა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

ახალციხის კლინიკაში 27 წლის მედდას "ასტრაზენეკათი"აცრიდან 30 წუთში ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
Print