ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა დადასტურდა
FaceBook
იმერეთის რეგიონში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
რეგიონის კოვიდ კლინიკებში 285 პაციენტი მკურნალობს. მათგან 72 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 10 პირი.

თვითთიზოლაციაში 935 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 170 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 277 650-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 396 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 270 369-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 710 პირი ემსხვერპლა.
Print