ახალი ამბები
"კომენდანტის საათის" გაუქმების მოთხოვნით აქცია გაიმართება
FaceBook
დღეს მოძრაობა #სოცაფეთქების ორგანიზატორები თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან "კომენდანტის საათის" გაუქმების მოთხოვნით აქციას გამართავენ.
აქცია 14:00 საათზე დაიწყება.

„ჩვენ მოვისმინეთ ამირან გამყრელიძის განცხადება, რომ "კომენდანტის საათის" საკითხს საკოორდინაციო საბჭო თვის ბოლომდე განიხილავს. რეალურად, როდესაც ვიწყებთ ხმაურს, მათი რეაქციაც არ აყოვნებს, თუმცა ე.წ. კომენდანტის საათის 22:00 საათამდე გადაწევა საკმარისი არ იქნება. ეს შეზღუდვა საერთოდ უნდა გაუქმდეს, რადგან ასეთ პირობებში ტურიზმი ვერ მუშაობს.

მაგალითისთვის გეტყვით, რომ საქართველოში მოგზაურობის სურვილზე არაერთ შეტყობინებას ვიღებთ. პირადად მქონდა კომუნიკაცია საფრანგეთთან, პოლონეთთან, ლუქსემბურგთან, ლატვიასთან, რუსეთთან და ყაზახეთთან. ამ ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსვლა უნდათ, მაგრამ "კომენდანტის საათის" გამო თავს იკავებენ", - აცხადებს ალექსანდრე გიორგიძე.

#სოცაფეთქების მიერ ორგანიზებული აქციების პერიოდში „თავისუფლების ინსტიტუტის“ იურისტებმა მთავრობის წინააღმდეგ შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით, სახალხო სარჩელი მოამზადეს, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანენ. 

საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი 2020 წლის 28 დეკემბრიდან მოქმდებს.
Print